Saturday, March 13, 2010

პროექტი

1.პროექტის სახელი.:პოლიმერები, მათი სასარგებლო და საზიანო თვისებები.

2.პროექტის მოკლე აღწერა: თემის შრჩევა;
მოსწავლეთა ჯგუფებად დანაწილება და მათზე კონკრეტული დავალებების მიცემა;
შესრულებული დავალებების განხილვა, მასწავლებლის მიერ მითითებების მიცემა;
დასრულებული მასალის სინთეზი.

3.აღპროექტის სრული წერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები ეცნობიან:პოლიმერები მაღალმოლეკულური ნაერთებია,რომლებიცმრავალრიცხოვანი მონომერული ერთეულისაგან შედგებიან. წარმოშობის მიხედვითპოლიმერი შეიძლება იყოს ბუნებრივი და სინთეზური. ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები და ქსოვილები შედგება ბუნებრივი პოლიმერებისაგან. ბუნებრივი პოლიმერების გარეშე სიცოცხლე არ არსებობს ბუნებრივი პოლიმერია–ნატურალური კაუჩუკი, სახამებელი, ცელულოზა, ცილა. სინთეზური პოლიმერია–სხვადასხვასახის პლასტმასები, სინთეზური ბოჭკო და კაუჩუკი. ისინი უდიდეს როლს ასრულებენ მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში. თანამედროვე ცივილიზაცია სინთეზური პოლიმერების გარეშე წარმოუდგენელია. მოსწავლეები აგრეთვე აღწერენ მის საზიანო თვისებებსაც კერძოდ იმას, რომ გარემოს ძირითად დამანაგვიანებლად სწორედ პოლიმერული ნარჩენებია. ეძებენ გზებს პრობლემების გადასაჭრელად.


4.მონაწილეთა ასაკი: 16–17წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შეიქმნება საპროექტო ჯგუფი;
განაწილდება ფუნქციები, ვინ რა კონკრეტულ საქმიანობასა და შედეგზეა პასუხისმგებელი;
ვინ იქნება პროექტის პრეზენტატორი;
ვინ წარმოადგენს შეფასებას, ანგარიშს ჩატარებული საქმიანობის სესახებ;
მასალების მოპოვება ინტერნეტში;
მოპოვებული მასალის განთავსება ბლოგში.

7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: ვიდეო მასალის მოძიება;
სლაიდ– შოუ;
გამოუშვებენ კედლის გაზეთს;
პრეზენტაცია.

8.სასარგებლო სხვებისათვის: დაესწრებიან სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებებს;
გაეცნობიან კე4დლის გაზეთს;
გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების, ურთიერთთანამშრომლობის, პრეზენტაციის კეთების უნარ–ჩვევა;
სხვა კლასის მოსწავლეთა დაინტერესება.

9.სამუშაო ენა: ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არა

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია ინტეგრირებული ბიოლოგიასთან.
ბიოლ.XI.3.ილუსტრაციისა და/ან მოდელის საშუალებით ახდენს ბიოპოლიმერების აგებულებებსშორის მსგავსებისა და განსხვავების დემონსტრირებას და მსჯელობენ მათ სტრუქტურასა და ფუნქციას შორის კავშირზე;
ქიმ.XI.6.მოიპოვებს ინფორმაციას ნახშირწყალბადების სხვადასხვაგვარი გამოყენების შესახებ და განზაზღვრავს საზოგადოებასა და გარემოში მათი გამოყენებით გამოწვეულ სარგებლობასა და ზიანს;
სარგებლობს შესაბამისი სამეცნიერო ტერმინოლოგიით(მონომერი, პოლიმერი, პოლიმერიზაციის ხარისხი) და ერთმანეთს ადარებს ბიო– და სინთეზურ პოლიმერებს, მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ.

12.პროექტის ავტორი:ხათუნა ბრეგაძე

13.ავტროის:
kbregadze@gmail.com

No comments:

Post a Comment